Step in here sk is fair

ზოგადი ინგლისური

გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობას ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის, კურსი შედგება 6 საფეხურისგან:
  • I starter
  • II elementary
  • III pre-intermediate
  • IV intermediate
  • V upper-intermediate
  • VI advance
კურსი მოიცავს თემატურ ტექსტებს, აუდიო მოსმენებს, ტესტებს, გრამატიკას ლექსიკურ და სამეტყველო გაკვეთილებს, წერის სპეციპიკას.
კვირაში ერთხელ გაკვეთილებს ჩაატარებენ უცხოელი პედაგოგები

 

საერთაშორისო გამოცდები და აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი

საერთაშორისო გამოცდების (PET, kET,FCE,IELTS,TOEFL) მოსამზადებელი კურსი, მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში სამჯერ, სალაპარაკო და მოსმენით გაკვეთილებს ჩაატარებს უცხოელი პედაგოგი, თუ თქვენი დონე შეესაბამება მეხუთე დონეს (upper-intermediate) სწავლის ხანგრძლივობა არის 3-4 თვე, ცენტრი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებს. აბიტურიენტის მოსამზადებელი კურსი გთავაზობთ ინდივიდუალურად კვირაში სამჯერ. პედაგოგი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის აბიტურიენტს გამოცდის სპეციპიკის შესახებ და უზრუნველყოფს თეორიული ასპეკტის ახსნას, შესაბამის პრაკტიკულ სავარჯიშოებს და საგამოცდო ტესტებს. მოსწავლის ცოდნის გადამოწმება ხდება იმიტირებული გამოცდით.

ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის

კურსი მოიცავს შემდგე მიმართულებებს:

I ბიზნეს ინგლისური

II საბანკო-საფინანსო ინგლისური

III ინგლისური იურისტებისთვის

IV ინგლისური ექიმებისთვის

მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში სამჯერ ან ორჯერ, კურსი გათვლილია საქმიანი ადამიანებისთვის და გამორიცხავს საშინაო დავალებას. კვირაში ერთხელ გაკვეთილის ჩაატარებს უცხოელი მასწავლებელი

სალაპარაკო ინგლისური:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია აუცილებლობას წარმოადგენს.
  კურსი გთავაზობთ უცხოელ და ქართულ პედაგოგებთან სასაუბრო გაკვეთილებს. გაკვეთილები მოიცავს სიტუაციურ დიალოგებს. თემის შერჩევა შესაძლებელია თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. პროგრამის ათვისება ხდება გაკვეთილზე, რაც გამორიცხავს საშინაო დავალებას სახლში

 

გალერეა

ყველა სურათი

  • We love our students

    students

  • sk 7 წლის გახდა 22 დეკემბერს

    დაბადების დღე

  • სწავლების პროცესი

    სტუდენტები

მოგვძებნეთ

მზად ხართ ჩვენთან ითანამშრომლოთ?

მაშინ დაგვიკავშირდით